არქეოლოგიური მასალა

  გლდანის რეგიონი უძველესი პერიოდიდიან ყოფილა დასახლებული. მთელი ამ ხნის მანძილზე მან ისეთი ბედი გაიზიარა, როგორც თბილისმა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებმა, რომელთა ისტორიიდან იგი არასდროს ყოფილა ამოვარდნილი. რომაელების თუ სპარსელების, არაბების თუ მონღოლების, თურქების თუ სხვა გადამთიელების შემოსევები არასოდერ აცდენია გლდანის ტერიტორიასაც. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეები, აქაც მრავალჯერ მტრისაგან განადგურებული ძალას იკრებდა, მტერს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა, ცხოვრება დროდადრო ჩვეულ რიტმში დგებოდა და ძველებურ სიდიადეს უბრუნდებოდა. ამიტომ არის, რომ უძველესი დროიდან გლდანის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება ადამიანის ნაკვალევი.     გლდანის ტერიტორიაზე მიკვლეულია არქეოლოგიური ძეგლები, რომელთაგან მნიშვნელოვანია დიდი ტბის ჩრდილოეთით, ნორიოსაკენ მიმავალ გზის მარცხენა მხარეს, ბრინჯაოს ხანის ყორღანი. ეს მასალა საშუალებას იძლევა გარკვეულ იქნას უძველესი მოსახლეობის ანთროპოლოგიური ისტორია. გარდა ამისა, მიკვლეულია ფეოდალური ხანის არაერთი სამაროვანი. მათ შორის, ადგილ კალოებში, სოფ. გლდანის განაპირას, მოქმედი სასაფლაოს გვერდით. სამარხები წარმოასგენს ქვის ბრტყელი ფილებით ნაგებ ქვაყუთებს, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ არის მიმართული. სამაროვანი იქნა ნაპოვნი აგრეთვე გლდანის ხევის მარცხენა მხარეს, სადაც აღმოჩენილია ქვის დიდი ფილებით ნაგები სამაროვნები.
   გლდანის მიდამოებში მრავალი ნამოსახლარი და ნასოფლარია შემორჩენილი. ნამოსახლარია თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მარცხენა ნაპირას. აქ ნაპოვნია ნახშირიან-ნაცროვანი ფენა, წყალსადენის თიხის მილები და სხვა. ნამოსახლარია აგრეთვე ხევძმარას მარჯვენა ნაპირზე, სადაც ახლა კერძო სავარგულებია გაშენებული.




  წარმოშობა - 22112008018.jpg



  განმხოლოებულ გორზე მიკვლეულია შავად, ლეგად და ნაცრისფრად გამომწვარი, სხვადასხვა ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები: შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტებიც.ისიც და ხევძმარას ნაპირას ადგილ დიდვაკეში ნაპოვნი  ნამოსახლარიც მიეკუთვნება ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანას.    ადრინდელი ფეოლადური ხანით თარიღდება ნამოსახლარი კლდისთავი, რომელიც გლდანი ჩრდილოეთით 1 კოლემეტრის დაშორებით მდებარეობს. აქაც მიკვლეულია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები კელდების ფრაგმენტები და თიხის ჭურჭლის ნატეხები. არც ისე დიდი ხნის წინათ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალხევი ლელუბანი. თუმცა ეს უკანასკნელი სამი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში მოქმედ დასახლებულ პუნქტებადაა შეტანილი.   გაცილებით ძველი ნასოფლარებია _ დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედავაკე და სხვა. ეს ნასოფლარები ტყითაა დაფარული. ამ ადგილებშიც  აღმოჩენილია თიხის ჭურჭლის ნატეხებიდა ფიქლით ნაგები ქვაყუთები.


No comments:

Post a Comment