ეკოსისტემა
ტბები
გლდანის ტერიტორიაზე რამდენიმე ტბაა. მათგან ყველაზე დიდს თეთრი (დიდი) ტბა ჰქვია. იგი მდებარეობს გლდანის დასახლების ბოლოში. ტბის წარმოშობა ტექტონიკურია და მდებარეობს ზ.დ-დან 590მ-ზე. მას წაგრძელებული ფორმა აქვს. ტბის სიგრძე 900მ-ია, ფართობი კი 30800მ2. ძირითდად მისი საზრდოობა დამოკიდებულია ატმოსფერულ ნალექებზე; ასევე საზრდოობს მლაშე და მწარე წყაროებით, რის გამოც იგი დამლაშებულია და თითქმის მოკლებულია იხტიოფაუნას. ტბა სიბერის სტადიაშია; მისი ფართობი მცირდება და სანაპიროები მლაშობის ბალახი მცენარეულობით არის დაფარული. ასეთივე, მდგომარეობაშია მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პატარა ტბა, რომელიც VIIIმ/რ-ს ეკვრის. კიდევ ერთი ტბა, რომელსაც მლაშე ტბას, ანუ ხოჭას ტბას უწოდებენ, მდებარეობს ნასოფლარ მამკოდის სამხრეთით 2კმ-ის დაშორებით. ბუნებრივი სიმდიდრეებიდან დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა ნავთობი, დარიშხანი, გლაუბერის მარილი (აღმოაჩინეს გლდანის ტბაში 1935 წელს; წელიწადსი 10 000ტ-ს მოიპოვებდნენ). გლდანში განვითარებული იყო მენახშირეობა ტურიხევზე, მშრალხევზე, გოგოლაანთ წყაროზე, ლელუბანზე. გლდანი ნახშირით ამარაგებდა თბილისს.
დიდი და პატარა ტბები
მდინარეები
ჰიდროგრაფიული ქსელის განვითარების არახელსაყრელ პირობებს ქმნის შედარებით მცირე ატმოსფერული ნალექები, ინტენსიური აორთქლება და მწირი მცენარეული საფარი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა არ უზრუნველყოფს მდინარეთა საზრდოობას მთელი წლის მანძილზე, ამიტომ ტრანზიტული მდინარე მტკვრის გარდა ძირითდად მშრალი ხევებითა და ხრამებით არის წარმოდგენილი. გლდანისხევი _ მთავარი მდინარეა გლდანისხევი, რომელსაც რამდენიმე სახელი აქვს: ადგილობრივი მოსახლეობა მას რიყეს ეძახის; ზოგიერთ რუკებსა და ლიტერატურაში იგი ლელუბნისწყლით ან გლდანისწყლის სახელით არის მოხსენიებული, ქვემო მონაკვეთში კი გლდანულა ეწოდება. მდინარის სიგრძე 19,6 კმ-ია. მდ.გლდანისხევი სათავიდან მამკოდამდე, საგურამო - იალნოს ქედის სამხრეთ კალთებში, საუკეთესო ტყით შემოსილ, ვიწრო და ღრმა ხეობაში მიედინება. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლით, ამიტომ შედარებით წყალუხვია გაზაფხულზე. მდ. გლდანისხევის შენაკადებია: მშრალხევი, ვეჯინისხევი, ჯოხტრისხევი და სხვა. ყველა ისინი მდინარის მარჯვენა შენაკადებია, რომლებიც მცირეწყლიანობით ხასიათდება, ზაფხულის თვეებში კი თითქმის შრებიან. ჰიდროგრაფიული ქსელის განვითარების არახელსაყრელ პირობებს ქმნის შედარებით მცირე ატმოსფერული ნალექები, ინტენსიური აორთქლება და მწირი მცენარეული საფარი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა არ უზრუნველყოფს მდინარეთა საზრდოობას მთელი წლის მანძილზე, ამიტომ ტრანზიტული მდინარე მტკვრის გარდა ძირითდად მშრალი ხევებითა და ხრამებით არის წარმოდგენილი. გლდანისხევი _ მთავარი მდინარეა გლდანისხევი, რომელსაც რამდენიმე სახელი აქვს: ადგილობრივი მოსახლეობა მას რიყეს ეძახის; ზოგიერთ რუკებსა და ლიტერატურაში იგი ლელუბნისწყლით ან გლდანისწყლის სახელით არის მოხსენიებული, ქვემო მონაკვეთში კი გლდანულა ეწოდება. მდინარის სიგრძე 19,6 კმ-ია. მდ.გლდანისხევი სათავიდან მამკოდამდე, საგურამო - იალნოს ქედის სამხრეთ კალთებში, საუკეთესო ტყით შემოსილ, ვიწრო და ღრმა ხეობაში მიედინება. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლით, ამიტომ შედარებით წყალუხვია გაზაფხულზე. მდ. გლდანისხევის შენაკადებია: მშრალხევი, ვეჯინისხევი, ჯოხტრისხევი და სხვა. ყველა ისინი მდინარის მარჯვენა შენაკადებია, რომლებიც მცირეწყლიანობით ხასიათდება, ზაფხულის თვეებში კი თითქმის შრებიან. ბოლო ხანებში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით “გამდიდრებული” მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია დახმარებას საჭიროებს.
ხევძმარა მდ.ხევძმარა წარმოადგენდა საზღვარს ქართლსა და კახეთს შორის. ხევძმარა მშრალი და პერიოდულად მოქმედი ხევია. მისი რეჟიმი დაკავშირებულია ატმოსფერულ ნალექებთან, ამიტომ წყლიანობა გაზაფხულის პერიოდში ახასიათებს, მშრალ პერიოდებში კი მთლიანად შრება.
No comments:
Post a Comment