ისტორია

  ისტორიული წყაროებით გლდანი პირველად მოხსენებულია თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილ ეზოსმოძღვარის თხზულებაში "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი": გლდანი ხშირად იხსენიება XVI-XVIII საუკუნეების საბუთებში.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, გრიგოლ კახთა მთავრის (787-827) განდგომის შემდეგ, გრდანი, ლილო, მარტყოფი გარდაბანში გაერთიანდა. გარდაბანი კი X საუკუნის შუა წლებამდე კახეთის სამთავროს შემადგენლობაში ითვლებოდა. მოვლენების ცვლილების გამო, გლდანის რეგიონი ხან კახეთის, ხან ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში იყო.
   1122 წელს თბილისი ბრძოლით აიღო დავით აღმაშენებელმა. კახეთის შემოერთების შემდეგ გლდანი სამეფო სახლის განკარგულებაში გადავიდა, რომლის ყმა-მამულის ნაწილი სვეტიცხოველს შეწირა. მემატიანე გლდანის შესახებ მოგვითხრობს თამარის მეფედ კურთხების დროს: ,,გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ხევამდე გლდანისა ტყუე ყოველი. განიყარეს თამარ, და შესწირეს, და ათაყუანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი.
   თამარის გარდაცვალების შემდეგ , ჯალალედინის, ხვარაზმის და თემურლენგის ლაშქრობების შედეგად სხვა რეგიონებთან ერთად გლდანის მიმდებარე ბევრი დასახლებაც ნასოფლარად იქცა.


     XV საუკუნის შემდეგ, როდესაც საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, გლდანი კახეთის შემადგენლობაში შევიდა და ყმა-მამულების დიდი ნაწილი კახეთის თავადებს, ჯანდიერისშვილებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი კვლავ სვეტიცხოვლის მონასტერს.
       XVI-XVIII საუკუნეების არაერთ წყაროშია მოხსენიებული გლდანი. ამ მხრივ აღსანიშნავია ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომები. მის მიერ დახასიატებულია რეგიონის საზღვრები: "განჰყოფს გრდანს: აღმოსავლით ერწოს მთა; სამხრით ხევძმარი, ლილო, მარტყოფი; ჩდილოთ მთა იალონი; დასავლით მტკუარი და არაგუი" (ქართლის ცხოვრება IV, 1973, გვ. 537).
  საგურამოსთან ერთად გლდანი ერ-ერთი ადმინისტრაციული რაიონი იყო კახეთის სამეფოსი. მასში 6 დასახლებული პუნქტი  შედიოდა. ახლა ამ ტერიტორიის საკმაო ნაწილი ქალაქ თბილისის შემადგენლობაშია





  სახელის წარმოშობა _ ხალხში შემორჩენილია თქმულება, რომ ვითომ ვახტანგ VI-ის ლაშქარს გლდანთან დაემარცხებინოს ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე "წვეტიან ქვასთამ" მოეკლათ ლეკების სარდალი გალდანი , რის შემდეგაც ამ დასახლებას გალდანი დაარქვეს, რომელიც შემდეგ გლდანით შეიცვალაო.  მეცნიერთა აზრით, სახელწოდების თაბვდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო "გარდანი". "გარდა" ნიშნავს გარდამავალს, რადგან გლდანის ტერიტორია მთასა და ბარს შორის ზოლში მდებარეობს. დროთა განმავლობაში სიტყვა "გარდანი'--დან ამოვარდა "ა" ხმოვანი, შემდეგ"რ" შეიცვალა "ლ" ასოთი და დარჩა "გლდანი".

  რაც შეეხება "დუმაგრდანს" ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დუმა - ნიშნავს ჩუმ, წყნარ დასახლებულ ადგილს. რაც შეიძლება გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ დასახლებასაც კი ერქვა.

No comments:

Post a Comment