ინფრასტრუქტურა


   გლდანში ორი ახალი სავაჭრო ცენტრი – „გლდანი პლაზა“ და „სქაი პლაზა“ გაიხსნება. სირაძის ინფორმაციით, მათ მშენებლობისთვის 3–წლიანი ნებართვა აქვთ აღებული, პირველ წელს მხოლოდ კარკასის დასრულებაა დაგეგმილი. სირაძის განმარტებით, ინვესტორებმა გლდანზე ყურადღება კომერციული თვალსაზრისით შეაჩერეს. კომერციულად მომგებიანი მდებარეობა გახდა გლდანში კიდევ ერთი ახალი სავაჭრო ცენტრის „სქაი პლაზას“ მშენებლობის დაწყების მიზეზი. როგორც მშენებლობის განმახორციელებელ კომპანია „სკაი ჰოლდინგში“ აცხადებენ, ეს მათი კომპანიის პირველი პროექტია და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე სავაჭრო ცენტრის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. „სქაი პლაზა“ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს გაიხსნება. გამოსაყენებელი სავაჭრო ფართის მოცულობა მასში 2000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ,,სავაჭრო ცენტრი 2–სართულიანი იქნება, თუმცა ერთი სართული მიწისქვეშ გვექნება, სადაც 18–ადგილიანი ავტოპარკი განთავსდება,“ – აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, პროექტის ღირებულება 2 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა ბრენდის შეყვანა იგეგმება. ორივე სავაჭრო ცენტრი გლდანის პირველ და მეორე კვარტლებს შორის მდებარეობს.
    ვისოლ ჯგუფის მიერ გახსნილი სუპერმარკეტი „სმარტი“ ფართოვდება და გლდანში ახალი ობიექტის მშენებლობას იწყებს. გლდანის პირველ და მეექვსე მიკრორაიონებს შორის განთავსებული თანამედროვე სავაჭრო ცენტი 5000 კვადატულ მეტრზე იქნება გადაჭიმული და მომხარებელს ყველა საჭირო მომსახურებას შესთავაზებს. მაღალტექნოლოგიური სავაჭრო ცენტრი რამდენიმე ობიექტს მოიცავს. სავაჭრო ცენტრის ძირითად ნაწილს სუპერმარკეტი „სმარტი“ დაიკავებს და მას 3500 კვადრატული მეტრი ფართი დაეთმობა. „სმარტის“ გლდანის თანამედროვე სავაჭრო ცენტრში 150-მდე ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის დასრულება 2012 წლისათვის იგეგმება. წლის ბოლომდე "სმარტის” სუპერმარკეტები ვაზისუბანში, კახეთის გზატკეცილზე და თბილისის ცენტრშიც გაიხსნება. ასევე მიმდინარეობს სუპერმარკეტების მშენებლობა წყნეთში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, სამტრედიასა და ზუგდიდშიც. სუპერმარკეტების ქსელი სხვადასხვა ფორმატების იქნება. მომავალი სამი წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი "სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს. შეგახსენებთ, რომ ვისოლ ჯგუფმა ახალი მიმართულების განვითარება 2010 წელს დაიწყო და „სმარტის“ პირველი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ვისოლის ავტოგასამართ სადგურთან გახსნა.
   03.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში კაფსულის ჩაშვებით გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამშენებლო სამუშაო სიმბოლურად თავად პრეზიდენტმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეასრულა. გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შენდება და მას თავად მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ეს განცხადება პრეზიდენტმა მასაწავლებლის სახლში გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. პროფესიული გადამზადების ცენტრი მაისში გაიხნება და მისი მთავარი ფუნქცია კადრების გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. ცენტრში გადამზადება ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება. გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა. კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საქარათველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტები თბილისის სხვა გარეუბნებშიც ამოქმედდება. მოსახლეობის დასაქმების მიზნით, შეიქმნება პროფორიენტაციის ცენტრები, მსურველები მოთხოვნად პროფესიებზე გადამზადდებიან.

თბილისში სავაჭრო ცენტრი "ევრაზია" გაიხსნა თბილისში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრი "ევრაზია" გაიხსნა. ახალი სავაჭრო ცენტრი გლდანში მდებარეობს, მასში ფუნქციონირებას დაიწყებს 80 სავაჭრო ობიექტი და გასართობი ცენტრი. ახლად აშენებულ სავაჭრო ობიექტზე 300 ადამიანი დასაქმდება. მაღაზიების ნაწილი უკვე გახსნილია და ასზე მეტი ადამიანი მუშაობს. ახალი სავაჭრო ცენტრი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოინახულა. სამშენებლო სამუშაო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე ორი მილიონი ლარი დაიხარჯა.
     მეტრო-სადგური ახმეტელის თეატრი 1989 წელს გაიხსნა. სადგურის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გ. რაზმაზე და ს. ჩოლოყაშვილი. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს. მარმარილოთი და გრანიტით მოპირკეთებული სადგური 2007 წელს განახლდა. ცვლილება შეეხო, როგორც შესასვლელის, ისე დახრილი გვირაბის და მოსაცდელი ვესტიბულის დიზაინი. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები. განახლდა განათების სისტემა


   სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
თეატრი დაარსდა 1981 წელს რეჟისორ ლერი პაქსაშვილი მიერ. 1988 წელს თეატრს მიენიჭა ცნობილი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი

 
 

 

No comments:

Post a Comment